ტურინის “იუვენტუსმა” და “პარი სენ ჟერმენმა” შესაძლოა პაულო დიბალა და მაურო იკარდი გაცვალონ. ორივე ფეხბურთელს კრიზისული პერიოდი აქვს და ორივე გუნდში მათი თამაშით უკმაყოფილონი არიან.
იტალიური მედიის ცნობით, “იუვე” მზადაა დიბალა პარიზში გაუშვას, სანაცვლოდ კი მაურო იკარდის ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ანდრეა პირლოს კიდევ სჭირდება ცენტრალური თავდამსხმელი ალვარო მორატას ტრანსფერის მიუხედავად და იკარდი ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.
რაც შეეხება დიბალას, მას კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. დიდი ხანია ხელშეკრულების განახლებაზე საუბარი არის, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა, პაულო მაღალ ხელფასს ითხოვს, რასაც ტურინული კლუბი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში არ ეთანხმება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში დიბალას თამაშის ხარისხიდაეცა და ძველებურად შედეგიანი აღარ არის. ამის გამო შესაძლოა, კლუბმა მისი გასხვისების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. პაულო “იუვეში” 2015 წლიდან თამაშობს.