მთავარი / სიახლეები / კრიშტიანუ რონალდუ: 2003 წელს ჩემით 50 გუნდი იყო დაინტერესებული
კრიშტიანუ რონალდუ: 2003 წელს ჩემით 50 გუნდი დაინტერესდა

კრიშტიანუ რონალდუ: 2003 წელს ჩემით 50 გუნდი იყო დაინტერესებული

“იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ ახლახანს გააზიარა თავისი მოსაზრებები პროფესიული კარიერის პირველ დიდ მატჩზე, როდესაც იგი პორტუგალიური სპორტინგის შემადგენლობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამოვიდა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სწორედ მაშინ მიიპყრო მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოების ფართო ყურადღება.

”ეს იყო პირველი თამაში “სპორტინგის” ახალ სტადიონზე. ძალიან კარგად მახსოვს, თითქოს ეს დღეს იყო. ბედნიერი ვიყავი. მე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან უნდა მეთამაშა, ეს კი ამაღელვებელი იყო. აკადემიაში ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ მე მანჩესტერში უნდა მეთამაშა და ცოტა ვნერვიულობდი. ნერვიულობა დიდ მატჩებში მონაწილეობის შემადგენელი ნაწილია. მე ყოველთვის ვნერვიულობ, რადგან ყოველთვის მსურს კარგად ვითამაშო და ყველაფერი გავაკეთო ჩემი გუნდისთვის, ნერვიულობა კი ყოველთვის თავის როლს თამაშობს.

მოტივირებული და ბედნიერი ვიყავი. ვიცოდი, რომ თუ კარგად ვითამაშებდი, ეს დიდ ინტერესს გამოიწვევდა, არა მარტო მანჩესტერის მხრიდან, არამედ სხვა კლუბებისაგანაც, რადგან მე ბევრი მაკვირდებოდა. რასაკვირველია მუდმივად ვიცვლებით. მაშინ მე დრიბლერი ვიყავი. არ ვიყავი ასეთი სწორხაზოვანი, როგორც ბოლო წლებში. ვიყავი ტალანტური დრიბლერი. დროთა განმავლობაში შევიცვალე, ვფიქრობ საუკეთესო მხრით. სიმართლე გითხრათ გოლის გატანა მაშინ არც ისე მნიშვნელოვანი იყო. თუ გავიტანდი შეიძლება ჩემით 100 გუნდი დაინტერესებულიყო, რადგან არ გამქონდა ამიტომ 50 გუნდი იყო დაინტერესებული. მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშნელოვანია კარგად თამაში და ის, რომ გუნდს დაეხმარო. ჩემმა კლუბმა მოიგო. გოლის გარეშეც ჩემს მიმართ ინტერესი დიდი იყო.“ ციტირებს რონალდუს სიტყვას DAZN-ი.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *