მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” “ნაპოლისთან” მატჩის ბილეთების გაყიდვა სკანდალის ფონზე დაიწყო

“იუვენტუსმა” “ნაპოლისთან” მატჩის ბილეთების გაყიდვა სკანდალის ფონზე დაიწყო

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლისთან“ მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო, რომელიც 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ამავდროულად ეს იქნება 2019-2020 წლების სეზონში ტურინელთა პირველი საშინაო მატჩი.

თუმცა, ბილეთები არ გაიყიდება „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც კამპანიის რეგიონში დაიბადნენ. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა იტალიელ ქომაგებში, ხოლო პოლიტიკოსმა ფლავია სორენტინომ „იუვე“ რასიზმსა და ტერიტორიულ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

„იუვენტუსმა“ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების მიღების მოტივით ახსნა.

შეგახსენებთ, რომ „იუვესა“ და „ნაპოლის“ მატჩი 31 აგვისტოს, „ალიანც სთედიუმზე“ გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ოფიციალურად: პადოინი ალეგრის სტაფში იმუშავებს

ტურინის „იუვენტუსში“ სიმონე პადოინი დაბრუნდა, რომელიც მასიმილია ალეგრის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ინფორმაცია იტალიურმა გუნდმა ოფიციალურად …

ფოსკი: “კიეზა უკვე მამამისზე უკეთესი ფეხბურთელია”

„პალერმოსა“ და „ჩეზენას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა რინო ფოსკიმ პაულო დიბალაზე ისაუბრა, როდესაც ის 2015 წელს …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *