მთავარი / სიახლეები / ტაკონის მოსაზრება იკარდის, ბუფონის და პერინის შესახებ

ტაკონის მოსაზრება იკარდის, ბუფონის და პერინის შესახებ

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე სტეფანო ტაკონი მიიჩნევს, რომ მაურო იკარდის ტრანსფერი საჭირო არაა. განსაკუთრებით კი, ვანდა ნარას ფაქტორის გამო.

„მაურო იკარდი „იუვეში“? მთავარია, რომ ვანდა ნარა ბარში დარჩეს. „იუვენტუსში“ მისი ადგილი ნამდვილად არაა. დიბალასთან, მანჯუკიჩთან და სხვებთან ერთად იკარი არაფერშია საჭირო, მხოლოდ დამატებითი ტვირთი იქნება.

ბუფონის დაბრუნება? ვფიქრობ, ეს ჩემპიონთა ლიგის გამო გააკეთა და თუ გაიმარჯვებს, ასწევს თასს, როგორც კაპიტანი და არა ფეხბურთელი. ეს შესანიშნავი ფინალი იქნება და წელს უფრო ადვილი იქნება „იუვესთვის“ ჩემპიონთა ლიგის მოგება, ვიდრე შარშან.

პერინი? მან შეცდომა დაუშვა, როდესაც „ჯენოა“ დატოვა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეკარეა და თუ „ბენფიკაში“ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, ნიშნავს, რომ ფიზიკურად პრობლემა აქვს.

„იუვენტუსს“ ზედიზედ 10 სკუდეტოს მოგება თავისუფლად შეუძლია. მანამდე მის კონკურენტს ნამდვილად ვერ ვხედავ“, – თქვა ტაკონიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *