მთავარი / სიახლეები / სერია A / კრიშტიანუ: “იუვეში” ბედნიერი ვარ, ყველაზე მეტად კიელინის წინააღმდეგ თამაშის მეშინოდა”

კრიშტიანუ: “იუვეში” ბედნიერი ვარ, ყველაზე მეტად კიელინის წინააღმდეგ თამაშის მეშინოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ტელეკომპანია DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, „იუვენტუსზე“ და სამომავლო გეგმებზე.

„ამ მომენტში მწვრთნელობა არ მაინტერესებს: მაგრამ შესაძლოა ერთ დღეს გადავიფიქრო, არასდროს ვიტყვი, არასდროს. თუ მწვრთნელი გავხდები, მოტივატორი ვიქნები. მწვრთნელმა გუნდს თავისი ვნებები და ნიჭი უნდა გადასცეს. მაგალითად, მომწონს გართბოა, დრიბლინგი, დარტყმა, გოლის გატანა. მეუნდა გადავცე გუნდს, როგორც მოტივატორმა, თავდაჯერებულმა.

18 წლის ასაკთან შედარებით ყველაფერი შეიცვა. იმ დროს, როდესაც ფეხბურთის თამაშს ვიწყებდი, სამყაროს სხვანაირად ვუუყურებდი. ეს იყო უფრო გულუბრყვილო, სპონტანური, ჯადოსნური ვნება. დღეს მე მაქვს იგივე დიდი მოტივაცია ფეხბურთის თამაშისთვის, ბედნიერი ვარ თამაშით, მაგრამ ახლა პრიორიტეტი სხვა რამეებია: უნდა მოვიგო, აღვმართო ტიტულები, ყოველთვის ტოპ სიმაღლეზე უნდა ვიყო. იმ დროს არ მქონდა ეს აზრი, მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე ვფიქრობდი, ახლა პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მაგრამ ჩემი მოტივაცია ყოველთვის ერთნაირია. ფეხბურთი ისევ მაბედნიერებს, თუმცა რა თქმა უნა, როდესაც პატარა ბიჭი იწყებს თამაშს, ეს ნამდვილად განსაკუთრებულია. ბედნიერი და მოტივირებული ვარ, მინდა კიდევ დიდი ხანი ვითამაშო.

პირველი ტურინული მოგონება? კარგად მახსოვს სტადიონზე პრეზენტაცია, მოეციური იყო. ქომაგები იყვნენ, ჩემი ოჯახი, მეგობრები. „იუვეში“ ყველაფერი მომწონს, დიდი კულტურის გუნდია, საუკეთესო იტალიური კლუბი. ზურგს უდიდესი ისტორია უმაგრებს, კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით, მინდა „იუვესთან“ ერთად ბევრი ტიტულის მოგება. ნამდვილად მომწონს კულტურა, არამხოლოდ „იუვეში“, ზოგადად იტალიური კულტურა.

„იუვესთან“ გატანილი „მაკრატელა“ ჩემი კარიერის საუკეთესო გოლია, ჯიჯი ბუფონის წინააღმეგ. უნიკალური გოლი უნიკალურ სტადიოზე, დიდი გუნდის კარში, ნამდვილად განსაკუთრებული საღამო იყო. ყოველთვის, როდესაც ამ წლებში ბუფონს ვხვდებოდი, ის ყოველთვის შესანიშნავ ადამიანად მეჩვენებოდა, მხიარული და პოზიტიური, ამ გოლის შემთხვევაშიც კი დაადასტურა ეს. კომპლიმენტები მითხრა, შესანიშნავი გასახსენებელია მისთვისაც, მიუხედავად იმისა, ჩემგან ასეთი გოლი გაუშვა. მაგრამ ის ზუსტად ისეთია, როგორიც მეჩვენებოდა. ახლა ამაში ყოველდღე ვრწმუნდები. დიდსულოვანი, შესანიშნავი ადამიანია, ყოველდღე მაოცებს.

გულწრფელად გეტყვით, ყველაზე რთულია ვარჯიშებზე ყოველდღიურად ბონუჩისთან, კიელინისთან, დე ლიხტთან დაპირისპირება. „იუვეში“ გადმოსვლამდე ყველაზე მეტად მახსოვს, რომ კიელინის წინააღმდეგ თამაშის მეშინოდა.

სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე? მე დამასახელეს და ასე, რომ ახლა მე ვარ. ვნახოთ ვინ იქნება მომდევნო წელს… სერია A-ში ბევრი დიდი თვისებების მოთამაშეა, შესანიშნავია, რომ კოლეგებმა საუკეთესოდ დამასახელეს, მადლობას ვუხდი მათ ამისთვის და მოუთმელად ველოდები გამარჯვებას მომავალ წელს.

ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოში საუკეთესო შეჯიბრია, ტურნირი, რომელშიც თამაში ყველაზე მეტად მინდა, განსაკუთრებულია. სერია A-სგან სრულიად განსხვავდება, ფიქრებშიც კი.

პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მოგებული ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ოდესმე მომიგია. დაუჯერებელი საღამო იყო, დაუვიწყარი. ვტიროდი, ვიცინოდი, ვყვიროდი… თამაშის დროს ვტიროდი, მაგრამ დასრულების შემდეგ ვზეიმობდი, დავლიე. არასდროს ვსვამ, მაგრამ ეს დღე განსაკუთრებული იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგე.

სახლში რონალდუს მეძახიან, როგორც ჩემი და, ისე დედაჩემი. სკოლაში კი კრიშტიანუს მეძახდნენ, საფეხბურთო სამყაროში რონის ან კრიშს, CR7-ს არა. მოედნის მიღმა ასე მხოლოდ გულშემატკივრები მომმართავენ“, – თქვა რონალდუმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …