მარიო მანჯუკიჩი „იუვენტუსს“ სოციალური ქსელის მეშვეობით მეტად ემოციური და ამაღელვებელი წერილით დაემშვიდობა.
„შეუძლებელია 4.5 წლის შეჯამება უბრალო მშვიდობით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თქვენ დაინახეთ ჩემი ვნება ამ კლუბისადმი და ამ გუნდისადმი თითოეულ თამაშში, რომელიც ვითამაშე „იუვენტუსში“.
დიდი მადლობა ბატონ ალეგრის და ბატონ მაროტას, რომ ტურინში ჩემი მისვლა უნდოდათ. „იუვენტუსში“ თამაში პრივილეგია იყო და ბოლო თვეები ვერ შეცვლის ჩემს პატივისცემასა და სიყვარულს კლუბის მიმართ.
მადლობას ვუხდი ყველა თანაგუნდელს, რომელიც ამ სეზონებში მყავდა. მე ნამდვილად მომწონდა ბრძოლა თქვენთან ერთად და ამ ორთაბრძოლების უმეტესობა მოვიგეთ! არ დავივიწყებ გამარჯვებებს და თითოეულ ტიტულს, ჩვენს ხარისხს, შრომისმოყვარეობასა და გუნდურ სულისკვეთებას. დიდი მადლობა ასევე თანამშრომლებს, რომლებიც კულისებში მუშაობენ – მწვრთნელებს, სამედიცინო შტაბს, ფიზიოთერაპევტებს და ყველა სხვა ადამიანს, ვინც დაკავებულია, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელები საუკეთესო პირობებში და წარმატებულნი იყვნენ.
და ბოლოს, უდიდესი მადლობა საოცარ გულშემატკივრებს, რაც ნამდვილად არის მიზეზი, თუ რატომაა ეს კლუბი ასეთი დიდი და წარმატებული – ნამდვილად ვაფასებ იმ მხარდაჭერას, რომელიც პირველივე დღიდან მაჩვენეთ. დასკვნის სახით, მე ყოველთვის ვცდილობდი „ბიანკონერისთვის“ მაქსიმუმი გამეღო. გისურვებთ საუკეთესოს! და, ჩემთვის, ახალი თავგადასავლის დროა…ყოველთვის თქვენი, მარიო“, – დაწერა მანჯუკიჩმა.
შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩმა „იუვენტუსში“ 162 თამაში ჩაატარა და 44 გოლის გატანა შეძლო.
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …