მთავარი / სიახლეები / მანჯუკიჩის ტურინული სტატისტიკა: 41 მატჩში გოლი და 39 გამარჯვება!

მანჯუკიჩის ტურინული სტატისტიკა: 41 მატჩში გოლი და 39 გამარჯვება!

მარიო მანჯუკიჩისა და „იუვენტუსის“ გზები 4 წლისა და 4 თვის შემდეგ გაიყარა. ხორვატმა 162 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 44 გოლი გაიტანა.

ეს 44 გოლი კი, ცალკეულად 41 თამაშზე ნაწილდება. საინტერესოა, რომ ხსენებული 41 მატჩშიდან, რომელშიც მანჯუკიჩმა გოლი გაიტანა, „იუვენტუსმა“ 39 მოიგო (95.1%).

მარიომ „იუვეს“ რიგებში ბოლო გოლი მაისში „ატალანტასთან“ გაიტანა და ორიდან სწორედ ეს მატჩია ერთ-ერთი, რომელიც ტურინელებმა ვერ მოიგეს (1:1).

მეორე მსგავსი შემთხვევა კი „ბებერი სინიორასთვის“ კიდევ უფრო მტკივნეულია: 2017 წელს, კარდიფში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარიოს შედევრალური გოლი „რეალთან“ გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა (1:4).

19 შემთხვევაში მანჯუკიჩის გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. მათ შორის, გასულ სეზონში „მილანთან“, „რომასთან’, „ინტერთან“, „ნაპოლისთან“ და „ვალენსიასთან“…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …