მთავარი / სიახლეები / სარი: “სტაბილურობა გვაკლია, მაგრამ კლოპის “ლივერპულიც” ნელ-ნელა იზრდებოდა”

სარი: “სტაბილურობა გვაკლია, მაგრამ კლოპის “ლივერპულიც” ნელ-ნელა იზრდებოდა”

მაურიციო სარის განცხადებით, ტურინის „იუვენტუსი“ ჯერჯერობით სტაბილური არაა, მაგრამ ეს ნორმალური პროცესია, რადგან გუნდი შენების პროცესშია. სარის თქმით, იურგენ კლოპის „ლივერპულიც“ ნელ-ნელა ვითარდებოდა და ახლა მსოფლიოში საუკეთესოა.

„ჩვენ ჯერ კიდევ მაღალ და დაბალ ფაზებში ვართ. იყო მომენტები, როდესაც გუნდურად მაღალ დონეზე ვითაშეთ და იყო მონენტები, როდესაც ეს ნაკლებად იგრძნობოდა. ეს ნორმალურია, ყველაფერი მაშინვე არ ხდება. კლოპის „ლივერპული“ დრო და დრო იზრდებოდა და ახლა მსოფლიოს მწვერვალზეა.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც გამარჯვება სურს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ევროპაში ამის გაკეთება მარტივი არასდროსაა. ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს მიზანი, მაგრამ თვითრწმენით, რადგან არსებობს მაღალი დონის მეტოქეები.

უნდა გავაგრძელოთ გამარჯვება და საკუთარი თავის დარწმუნება. დომინანტური გამარჯვება არის ის, რაც მინდა და ეს ჯერჯერობით, მხოლოდ ციფრებით ჩანს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება ახალი ფეხბურთელების მხრივაც, როგორებიც მაგალითად დემირალი და დე ლიხტი არიან“, – განაცხადა სარიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …