მთავარი / სიახლეები / “არსენალი” იანვარში რაბიოს გადაბირებას გეგმავს

“არსენალი” იანვარში რაბიოს გადაბირებას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს ლონდონის „არსენალი“ იწვევს. The Times-ის ცნობით, „მეთოფეთა“ ახალი მწვრთნელი მიკელ არტეტა პირადადაა ტრანსფერის მხარდამჭერი.

რაბიო „იუვეს“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტასტუსით შეუერთდა, მაგრამ ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება და მხოლოდ შეცვლებზე უწევს თამაში. „არსენალს“ რაბიოს აყვანა იანვარში იჯარით უნდა.

ადრიენმა „იუვენტუსის“ ღირსება მიმდინარე სეზონში ჯამში 12 შეხვედრაში დაიცვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …