მთავარი / სიახლეები / კოსტაკურტა და კაპელო: “რონალდუზე აშკარა პენალტი იყო”

კოსტაკურტა და კაპელო: “რონალდუზე აშკარა პენალტი იყო”

„იუვენტუსმა“ „პორტუსთან“ ცუდად ითამაშა და დამსახურებულად წააგო (1:2), თუმცა 94-ე წუთზე იყო საკამათო ეპიზოდი, როდესაც მასპინძელთა მცველმა ზაიდუმ საჯარიმოში კრიშტიანუ რონალდუ წააქცია.

მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ხოლო ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ აშკარა პენალტი იყო, მაგრამ მსაჯს მის დასანიშნად გამბედაობა არ ეყო. წესის დარღვევა რომ იყო, Sky Sport-ის სტუდიაში ვეტერანი ფეხბურთელი ალესანდრო კოსტაკურტა და მწვრთნელი ფაბიო კაპელოც შეთანხმდნენ:

„ჩემთვის ყველაფერი ნათელია: „პორტუს“ მცველმა მარჯვენა მუხლით წააქცია. ჩემი აზრით, ეს პენალტია“, – თქვა კოსტაკურტამ, რომელსაც იქვე ფაბიო კაპელოც დაეთანხმა: „აშკარა პენალტი, ყოველთვის“, – აღნიშნა კაპელომ, რომელმაც თამაშზეც გააკეთა მოკლე შეფასება: „მოედანზე კონცენტრაციის გარეშე შესვლა დაუშვებელია. პირველ ნახევარში ბეტანკურმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, მეორე ტაიმში კი რვა მცველმა „პორტუს“ სამი შემტევის წინააღმდეგ უყურადღებოდ ითამაშა. ასე შორს წასვლა წარმოუდგენელია“.

საკამათო ეპიზოდის შესახებ კომენტარი კიდევ ერთმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ გააკეთა:

„ზაიდუმ თავი ვერ შეიკავა და ეს აშკარა პენალტი იყო. მეორე ტაიმის „იუვეს“ შეუძლია საპასუხო მატჩში სიტუაცია შეცვალოს, პირველი ტაიმისას – არა“, – თქვა მაროკიმ.

Sky Sport-ის ჟურნალისტმა პაოლო კონდომაც დააფიქსირა თავისი აზრი და მსაჯის შეცდომაშიც ისიც დარწმუნებულია:

„კიეზას გოლმა საპასუხო მატჩი ღია დატოვა, ბოლო წუთზე პენალტი იყო „იუვეს“ სასარგებლოდ, მაგრამ გუნდის თამაში ნამდვილი კატასტროფა გახლდათ“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „პორტუს“ საპასუხო მატჩი 9 მარტს ტურინში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …