ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „პორტუსთან“ (1:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საპასუხო შეხვედრაში უფრო მეტი ყურადღებით უნდა ითამაშონ.
„კიეზას გოლი მნიშვნელოვანი იყო. გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ შინ ამ გოლმა ძალა უნდა მოგვცეს, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. პირველ ტაიმში სირთულეები გვქონდა, ისინი ჩაკეტილები იყვნენ და მოთმინებაც არ გვქონია, რომ შეტევაში კარგად გვეთამაშა. გაშვებული გოლების დროს უყურადღებოდ ვითამაშეთ. „პორტუ“ ყოველთვის კარგად თამაშობს დიდი გუნდების წინააღმდეგ, შესაბამისად, მათგან ასეთ თამაშს ველოდით. საპასუხო თამაშში უფრო მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – თქვა ალექს სანდრომ.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი ტურინში 9 მარტს გაიმართება, ხოლო მომდევნო შეხვედრას „იუვე“ ორშაბათს „კროტონესთან“ ჩაატარებს.