კორონავირუსი, რომელიც ამჯერად იტალიას და კერძოდ ჩრდილოეთ ნაწილს უტევს, გავლენას ფეხბურთზეც ახდენს. რამდენიმე მატჩი გადაიდო და მოსალოდნელია, რომ კიდევ გადაიდება უახლოესი ტურის თამაშები.
პარალელურად, საფონდო ბირჟაზე „იუვენტუსი“ აქციები გაუფასურდა. Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო ტურინელთა აქციების ფასი 11%-ით დავარდა.
შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, კვირას „იუვენტუსი“ – „ინტერის“ მატჩი გადაიდოს, ან დახურულ კარს მიღმა გაიმართოს. განიხილება მესამე ვარიანტიც – ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება.