მთავარი / სიახლეები / ანიელი: “ახლა მთავარი ხალხის ჯანმრთელობაა, მზად ვართ უმაყურებლოდ ვითამაშოთ”

ანიელი: “ახლა მთავარი ხალხის ჯანმრთელობაა, მზად ვართ უმაყურებლოდ ვითამაშოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და სხვადასხვა აქტუალურ თემებს შეეხო. არამარტო საფეხბურთოს, არამედ კორონავირუსის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს.

„ახლა მთავარი ქვეყნის სისტემისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტია. აქედან იწყება ყველანაირი დიალოგი. ჩემპიონატის შეჩერება რთულია, რადგან მჭიდრო გრაფიკი გვაქვს. „იუვე“ – „ინტერი“? საზოგადოებრივი ინტერესი ჭარბობს, თუ ისინი გადაწყვეტენ უმაყურებლოდ ჩატარებას ან გადადებას, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას.

სხვა სტადიონზე თამაში? ეს რთული იქნება. თუმცა ვიმეორებ, თუ გვეტყვიან, რომ დახურულ კარს მიღმა ვითამაშოთ, შევეგუებით ამ ნაბიჯს, „ლიონთან“ ერთად ამ თამაშით იწყება სეზონის ფუნდამენტური ნაწილი.

სეზონის პირველი სემესტრის შეფასება? კარგია, პირველ ადგილზე ვართ, ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპი გავიარეთ. სეზონს ბოლოს შევაფასებთ, ფიქრი, რომ თებერვალში გამარჯვებულები ვიქნებით, სისულელეა. პირველ ადგილზე ყოფნა დღეისთვის კარგი საწყისი ნაბიჯია.

ალეგრი? ჩვენ მეგობრებად დავრჩით, გასულ კვირაშიც შევხვდი, პატივისცემა და სიყვარული გვაკავშირებს. შეფასებები განსხვავებული იყო, რამაც მიგვიყვანა სამწვრთნელო შტაბის ცვლილებამდე. კონტე? ის „იუვენტუსის“ დროშაა, ჩვენთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ანტონიოსთან გულწრფელი ურთიერთობა მაქვს, ის პროფესიონალია, რომელმაც „ინტერში“ მუშაობა მოინდომა.

გვარდიოლა? იმის თქმა, რომ გვარდიოლაზე არ ვფიქრობ, სიგიჟე იქნებოდა, მაგრამ ის ბედნიერია, სადაც არის და ძნელად რომ ბედნიერმა თავისი ადგილი დატოვოს. ჩვენ ბედნიერები ვართ სარისთან, რომელთანაც ორი-სამი წელი ვითანამშრომლებთ.

ალეგრის და სარის შედარება? გამარჯვება „იუვენტუსის“ დოგმაა. 8 სკუდეტო მოვიგეთ და მეცხრესთვის ვიბრძვით, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ ყოველთვის გამარჯვება შეუძლებელია.

„ლაციო“? მას არ აქვს გამარჯვების ვალდებულება, რაც მცირე უპირატესობაა, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს კმაყოფილი ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაციით. სიმონე ინძაგი? მას და ფილიპოს 30 წელია ვიცნობ. ორი პატივცემული ბიჭირია, „ლაციოში“ სიმონე დიდ საქმეს აკეთებს, ვნახოთ მაშინ, როდესაც გამარჯვების ვალდებულება ექნება“, – თქვა ანიელიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …