ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ პოლ პოგბასა და მანუელ ლოკატელის შესახებ ისაუბრა, რომელთაც მომდევნო ზაფხულს „იუვენტუსს“ უკავშირებენ და სულაც არ არის გამორიცხული ერთ-ერთმა შავ-თეთრი ფორმა მოირგოს.
მარკიზიოს მიაჩნია, რომ პოგბაც და ლოკატელიც „იუვეს“ ნახევარდაცვას გააძლიერებენ და გამოადგებიან.
„პოგბა და ლოკატელი ძალიან განსხვავებული ფეხბურთელები არიან. ფრანგი უკვე იცნობის „იუვეს“ გარემოს და აქ, ტურინში ფანტასტიკური მოგონება დატოვა. ეს არის ბიჭი, რომელმაც ხელმძღვანელობასთან, გუნდთან, ტიფოზებთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. შესაბამისად, სულაც არ მიკვირს, რომ ამდენი ჭორია „ბებერ ქალბატონში“ მის დაბრუნებაზე. მისი ხარისხი კი რა თქმა უნდა, სიახლე არ არის.
რაც შეეხება ლოკატელის, მეორეს მხრივ, ვფიქრობ, რომ ის „სასუოლოსთვის“ გადაიზარდა. ახლა სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია იმისგან, რომელიც „მილანში“ თამაშობდა, თუნდაც მენტალურ დონეზე. ის თამაშობს, კარნახობს თამაშს და ძალიან კარგი თამაშის წაკითხვაში, როგორც შეტევით, ისე დაცვით ფაზაში. ასე რომ, „იუვენტუსის“ ნახევარდაცვისთვის ორივე ფეხბურთელს დადებითად ვუყურებ“, – თქვა მარკიზიომ.