ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ Sky Sport-ს „რომასთან“ მატჩამდე ინტერვიუ მისცა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ სერია A-ში „ინტერთან“ წაგების შემდეგ მათი დამოკიდებულება შეიცვალა.
„მენტალური მიდგომა თანხვედრაშია იმასთან, რასაც მოედანზე ვაკეთებთ. „ინტერთან“ სერია A-ში წაგება მძიმე იყო ჩვენთვის, მაგრამ მას შემდეგ რამდენიმე თამაში კარგად ჩავატარეთ, კარგი განწყობით ვითამაშეთ. ჩემი აზრით, გუნდები, რომელთაც თავისი თამაშის სჯერათ, არიან ისინი, ვინც სწავლობენ რაღაცას მარცხიდან და ცვლიან დამოკიდებულებას. ჩვენ ეს გავაკეთეთ.
არტურის ადაპტაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს, ახლა უფრო ხშირადაა მოედანზე და მონაწილეობს თამაშის შექმნაში. სწორედ ამას ველოდით მისგან, ვიცით როგორი მოთამაშეა და ამიტომაც, მოვიდა „იუვეში“. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მას, რომ თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში, რადგან რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
ჩემი აზრით, „რომა“ იტალიაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, მათ კარგი მწვრთნელი და ხარისხიანი მოთამაშეები ჰყავთ. შესაბამისად, დიახ, სკუდეტოს მოგება შეუძლია.
მცველი ვარ, მაგრამ მომწონს ხშირად შეტევის წამოწყებაში მონაწილეობის მიღება. არ ვიცი, ყველაზე მეტად რომელ პოზიციაზე მომწონს თამაში, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, მსურს თამაშის კონსტრუქციაში უფრო მეტად ვიყო ჩართული“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „რომას“ მატჩი 6 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.