ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ მატია პერინმა განაცხადა, რომ „ბებერ ქალბატონში“ გადასვლას არ ნანობს, პირიქით, ტურინში ყველაფერი ისწავლა.
„იუვეში“ წასვლა არ მინახია, როგორც ზოგი ფიქრობს. ტურინში ბევრი რამ ვისწავლე, თითქმის ყველაფერი. მაგალითს მოვიყვან: მიჩვეული ვიყავი ვარჯიშზე საათნახევრით ადრე მისვლას. ჯერ ვსაუზმობდი, შემდეგ კი დარბაზში მივდიოდი, სანამ მოედანზე გავიდოდი. მეგონა, რომ ყველაფერს კარგად ვაკეთებდი. როდესაც „იუვეში“ გადავედი, არ მინდოდა ჩვევა დამევიწყებინა და პირველივე დღეებიდან საათნახევრით ადრე მივდიოდი.. პრობლემა ის არის, რომ სანამ ვისაუზმებდი, კიელინის, ბონუჩის და პიანიჩს უკვე გამოცვლილი ჰქონდა და მზად იყვნენ ვარჯიშის დასაწყებად. ჩემს თავს ვუთხარი: „ოჰ, არა, ასე არ გამოვა“. ამიტომაც, ვარჯიშზე 2 საათით ადრე მისვლა დავიწყე. თუ ისინი, ვინც ჩემპიონები იყვნენ და დასამტკიცებელი არაფერი ჰქონდათ, ამას აკეთებდენ, მაშინ მეც უნდა გამეკეთებინა“, – თქვა პერინმა.
შეგახსენებთ, რომ მატია პერინმა „იუვენტუსში“ 2018-2019 წლების სეზონში 9 თამაში ჩაატარა და „ჯენოაში“ ამჟამად იჯარით თამაშობს.