მთავარი / სიახლეები / კიელინის მადლობის წერილი

კიელინის მადლობის წერილი

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ სოციალურ ქსელის მეშვეობით მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებმაც გაამხნევეს.

„მადლობა ჩემს გუნდს, რომელმაც გუშინ ამ გამარჯვებით დამასაჩუქრა. მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს და ადამიანებს, რომლებმაც გამამხნევეს. მადლობა ბევრ მოწინააღმდეგეს, რომლებმაც გამაკვირვეს სასიამოვნო მესიჯებით.

და მადლობა ბედს, რომელმაც გამიჩინა მშვენიერი გამოწვევა, მე დიდი ენთუზიაზმით ვცხოვრობ და ცხადია, ეს იქნება კიდევ ერთი მოგებული ბრძოლა!!! Finoallafine”, – დაწერა კიელინიმ სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, ჯორჯომ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები დაიზიანა და საოპერაციოა. კიელინის თამაში 2021 წლამდე პრაქტიკულად გამორიცხულია. ვეტერან ფეხბურთელს ოპერაცია უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *