მთავარი / სიახლეები / “იუვეს” გეგმები სატრანსფერო ბაზრის ბოლო ნაწილში

“იუვეს” გეგმები სატრანსფერო ბაზრის ბოლო ნაწილში

სატრანსფერო  ბაზრის დახურვამდე 2 არასრული დღე დარჩა, მაგრამ „იუვენტუსმა“ შესაძლოა აქტიურობა მოასწროს და ცენტრალური მცველი დაიმატოს.

ჯორჯო კიელინის მძიმე ტრავმის შემდეგ დანიელე რუგანის გუნდიდან წასვლა გამორიცხული მაინც არაა. Tuttosport-ის ცნობით, ტურინელთა მიზანია, რომ რუგანი გაასხვისონ და 30 წელს გადაცილებული, გამოცდილი მცველი იყიდონ, რომ ახალგაზრდებს, მატიას დე ლიხტსა და მერიჰ დემირალს გამოცდილება გაუზიარონ.

წყარო გვამცნობს, რომ „იუვე“ მეჰდი ბენატიას დაბრუნებაზე ფიქრობს, რომელიც ამჟამად ყატარში თამაშობს. მეორე კანდიდატი კი, ჟერომ ბოატენგია, რომელიც „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და გუნდიც მზადაა გაყიდოს, ან იჯარით გაუშვას.

ბენატია-ბოატენგის სათადარიგო ვარიანტად იტალიური მედია სამუელ უმტიტისა და ეზეკიელ გარაის კანდიდატურებსაც ასახელებს. ვნახოთ რა მოხდება, ყველაფერი 2 სექტემბერს იქნება ცნობილი, რადგან სატრანსფერო ფანჯარა იხურება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *