ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ სერია A-ს რეკორდი დაამყარა. ბრაზილიელმა „ნაპოლის“ კარი თამაშში ჩართვიდან 29 წამში აიღო.
იტალიური მედია წერს, რომ ლეგიონერებს შორის სადებიუტო გოლის გასატანად ასეთი მცირე დრო აქამდე არავის დასჭირვებია. დანილომ ჯონ ალოიზის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 1995 წელს, სადებიუტო შეხვედრაში გოლი 80 წამში გაიტანა.
მთლიანობაში კი, ბრაზილიელი რეკორდის ავტორი ვერ გახდა, რადგან იტალიელმა ალბერტო პალოსკიმ 2008 წელს დებიუტი გოლით 16 წამში აღნიშნა. სამაგიეროდ, დანილო მეორე ადგილზე აღმოჩნდა და როგორც უკვე ვთქვით, ლეგიონერებს შორის სერია A-ს ყველაზე სწრაფი სადებიუტო გოლი გაიტანა.