მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ნაპოლი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ნაპოლი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლი“ დაამარცხა (4:3) და უდანაკარგოდ ასპარეზობს. გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 6 – მე-14 წუთზე ალანის დარტყმულზე საოცარი რეაქცია გამოავლინა. გაშვებულ გოლებში ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე, მაგრამ მაინც – სამი გოლი გაუშვა, რაც ბევრია.

დე შილიო 6 – პარმაში დაადასტურა, რომ სასტარტოში თამაში დაიმსახურა და კარგად დაიწყო, მაგრამ მალევე ტრავმის გამო შეცვლა მოითხოვა.

დანილო 6.5 – 29 წამი დასჭირდა გოლის გასატანად. შემდეგ დაცვაშიც იდეალური იყო, მაგრამ ერთი საათის თავზე გუნდთან ერთად ისიც დაიკარგა.

ბონუჩი 6 – კიელინის ტრავმამ დე ლიხტთან დაწყვილების შანსი მისცა და კაპიტნის სამკლავურიც მოირგო. თამაშის პირველ ნაწილში შეუდარებელი იყო, ალბათ ეს გახლდათ დაბრუნების შემდეგ საუკეთესო ბონუჩი, მაგრამ მხოლოდ ერთი საათი. მერე მანოლასი გაექცა და ნეაპოლელთა ქამ-ბექიც აქედან დაიბადა.

დე ლიხტი 5 – ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მისი დროა. პირველი კლასის დებიუტი ჰქონდა მე-60 წუთამდე, მაგრამ გაშვებულ გოლებში დიდი წვლილი მიუძღოდა. ლოზანო დაკარგა, ხოლო დი ლორენცო გაექცა

ალექს სანდრო 6.5 – თითქოს ალექს სანდრო ჩვეულ დონეს დაუბრუნდა. კალეხონი თამაშიდან პრაქტიკულად გააქრო.

ხედირა 7 – 30-ე წუთზე ანგარიშის 3:0 გახდა შეეძლო, მაგრამ ხარიხამ ხელი შეუშალა. მანამდე კ, მერეტმა საოცარი სეივი შეასრულა. როდესაც მოედანი დატოვა, „იუვეს“ პრობლემები შეექმნა.

ემრე ჯანი 5.5 – ხედირას ადგილი დაიკავა და სირთულეებიც დაიწყო.

პიანიჩი 6 – ზიელინსკი ჩრდილივით დაჰყვებოდა, კულიბალის ავტოგოლი მისი ჯარიმიდან დაიბადა.

მატუიდი 6.5 – მან კიდევ ერთხელ მოიგო ადრიენ რაბიოსთან დუელი. „ნაპოლის“ მარჯვენა ფლანგზე პრობლემებს უქმნიდა და ორ გოლში აქტიური მონაწილეობაც მიიღო.

დუგლას კოშტა 7.5 – მან ყველაფერი გააკეთა და დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია. ყველაფერი გამოსდიოდა. ორი საგოლე პასი, ხარიხა და კიდევ ერთი საგოლე მომენტი. გოლი ნამდვილად დაიმსახურა, მაგრამ ბოლოს მერეტმა საოცარ სტილში აჯობა, ნეაპოლელს ხარიხაც დაეხმარა.

იგუაინი 7.5 – „პიპიტამ“ დიბალასთან დუელი მოიგო და პრაქტიკულად ცრუ ათიანის პოზიციაზე თამაშობდა. ფენომენალური გოლი გაიტანა და მანამდე, სანამ მოედანზე იყო, ფენომენალური სამუშაო შეასრულა. „ნაპოლისთან“ არასდროს ცდება.

დიბალა  შ.გ – 14 წუთი ითამაშა, მოტივირებული იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის პარატიჩის საჯაროდ დაფიქსირებული აზრ იყო, რომ გუნდს არ დატოვებს.

რონალდუ 6.5 – ძლიერად დაიწყო, მისი გასროლა მერეტმა მუშტებით მოიგერია. გამოჩნდა, რომ „იუვეს“ შეეძლო გამარჯვება მისი გავლენის გარეშეც.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *