“იუვენტუსის” კაპიტანი ჯორჯო კიელინი, რომელიც ტრავმირებულია, “ნაპოლისთან” მატჩის შემდეგ ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯორჯომ თამაშის ანტიგმირი კალიდუ კულიბალი გაამხნევა, რომელმაც ბოლო წუთზე ავტოგოლი გაიტანა.
კიელინი სენეგალელ ფეხბურთელთან მივიდა და გამოელაპარაკა. ამ ვიდეომ და ფოტომ სოციალური ქსელი პოპულარობით მოიარა, ჯორჯოს საქციელი კი ყველასთვის მოსაწონი აღმოჩნდა.
Class.Sheer class ! #Chiellini #JuveNapoli https://t.co/MDuz8y6XVK
— Faizan Javed (@ifaizi23) September 1, 2019