მთავარი / სიახლეები / კიელინი: “რონალდუ 40 წლამდე ითამაშებს”

კიელინი: “რონალდუ 40 წლამდე ითამაშებს”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი კრიშტიანუ რონალდუსა და ჟოაუ კანსელუს შესახებ საუბრობს. „კიელოს“ განცხადებით, კრიშტიანუ ფეხბურთს 40 წლამდე ითამაშებს, ხოლო თავად ეჭვი ეპარება, რომ იგივეს გაკეთება მოახერხოს.

„მე და რონალდუ 40 წლამდე ვითამაშებთ? – ის კი, მე არმგონია, რომ ეს მოვახერხო. კრიშტიანუ ჭკვიანია. სხვა ჩემპიონატში და სხვა ქვეყანაში ჩამოვიდა, მაგრამ მალევე სცადა გაეგო დინამიკა და ქალაქთან ინტეგრირება მოეხდინა. პორტუგალიის ნაკრებში კი აუცლებლად დაბრუნდება ჩემზე მეტ შეხვედრას ჩაატარებს.

კანსელუ? – დიახ, ვნახე, რომ მწვრთნელი მას დაცვაში ყურადღებით თამაშს სთხოვდა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ამ საკითხზე გუნდშიც და მჯერა, რომ მალე მოახერხებს ათვისებას“, – თქვა კიელინიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …