მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “ნაკრების თამაშის დრო საკლუბო წარსული უნდა დავივიწყოთ”

ბონუჩი: “ნაკრების თამაშის დრო საკლუბო წარსული უნდა დავივიწყოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველ ლეონარდო ბონუჩის მილანში, იტალიის ნაკრების თამაშისას გულშემატკივრებმა დაუსტვინეს. ამ ფაქტმა ლეონარდო გააღიზიანა და ქომაგებს საქციელი დაუწუნა.

გარდა ამისა, ბონუჩიმ შეაქო 18 წლის სანდრო ტონალი, რომელსაც იტალიაში „ახალ პირლოს“ უწოდებენ:

სტვენა – „ეროვნული ნაკრები ყველას უნდა აერთიანებდეს. საკლუბო ისტორია ამ დროს უნდა დავივიწყოთ, მე პატივს ვცემ ტიფოზებს, მაგრამ ახლა შემიძლია დავადასტურო, რომ ისინი შეცდნენ. ძალიან გაბრაზებული ვარ. იტალიის ნაკრები ახლა ზრდის პროცესშია, მაგრამ გულშემატკივრებიც უნდა გაიზარდნონ. სიმართლე ისაა, რომ ნაკლები შურით და მეტი სითბოთი უნდა ვიცხოვროთ.

ნაკრებში ახალი კლიმატია, ენთუზიაზმით ვუდგებით მატჩებს. მანჩინისთან მუშაობა სასიამოვნოა და ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ევრო 2020-ზე გავიდეთ.

სანდრო ტონალი? – ამ დღეებში აჩვენა, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ნმადვილად გაოცებული დავრჩი ნანახით, დიდი ხარისხი აქვს და უნდა გაიზარდოს დიდი გუნდისთვის“, – აღნიშნა ბონუჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …