მთავარი / სიახლეები / “იუვე” რუბენ დიასს აკვირდება

“იუვე” რუბენ დიასს აკვირდება

ტურინის „იუვენტუსი“ დაცვის ხაზის გაახალგაზრდავებას რომ აპირებს, აქამდეც არაერთხელ დავწერეთ. იტალიური მედიის ცნობით, „ბებერი სინიორას“ ინტერესის სფეროში ლისაბონის „ბენფიკას“ უკანახაზელი რუბენ დიასი მოხვდა.

21 წლის ფეხბურთელი „არწივების“ დაცვის ლიდერად ყალიბდება და წამყვანი ევროპული გუნდების დაინტერესებაც გაჩნდა.

პორტუგალიელები ფეხბურთელთან 30 მილიონ ევროზე ნაკლებად შელევას არ აპირებენ. მიმდინარე სეზონში დიასმა პორტუგალიის ჩემპიონატში 10 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …