ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ პორტუგალიასთან (0:0) შეხვედრაში „სკუადრა აძურას“ მაისური მეასედ მოირგო. თამაშის დაწყებამდე სპეციალური სამახსოვრო პრიზი მიიღო და „სან სიროს“ პუბლიკა აპლოდისმენტებით შეეგება.
ჯორჯოს განცხადებით, „იუვენტუსის“ ფეხბურთელისთვის ეს განსაკუთრებით საამაყო მომენტია:
„ვცდილობ, რომ ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავეხმარო, რადგან რასაც ახლა ისინი განიცდილიან, ადრე მე განვიცდიდი. ეს საღამო ჩემთვის სრულყოფილი იყო, უბრალოდ გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში უფრო დასამახსოვრებელი იქნებოდა.
თუმცა, 80 ათასი ადამიანისგა ტაშის მიღება, როგორც „იუვენტუსის“ ფეხბურთელისთვის, სიურპრიზი იოყო და გაოცებული დავრჩი“, – განაცხადა კიელინიმ.