მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” რემზის ესაუბრება

“იუვენტუსი” რემზის ესაუბრება

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემზი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. Sun-ის ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონი უკვე დაუკავშირდა უელსელ ფეხბურთელს, რომელსაც ოთხწლიანი კონტრაქტი და სეზონში 11.7 მილიონი ევრო შესთავაზა ხელფასის სახით.

აღსანიშნავია, რომ რემზის „არსენალთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მის განახლებაზე უარი თქვა. შესაბამისად, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ნებისმიერ გუნდში გადასვლა უფასოდ შეეძლება.

„მეთოფეთა“ ფეხბურთელს „რომა“, „მილანი“ და „ბაიერნი“ ეპატიჟებიან, მაგრამ ტურინელთა მსგავს პირობებს არ სთავაზობენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …