ლისაბონის „სპორტინგი“ სტეფანო სტურაროს გამოსყიდვას არ აპირებს. A Bola-ს ცნობით, პორტუგალიური გუნდი იტალიელ ფეხბურთელთან საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტას ვადაზე ადრე გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტურარო იანვარში შესაძლოა „იუვენტუსში“ დაბრუნდეს.
25 წლის ფეხბურთელი ლისაბონში გასულ ზაფხულს გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო დღემდე არ უთამაშია. შედეგად, „სპორტინგი“ ლოდინს აღარ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სტურარო 2015 წლის ზამთარში „ჯენოადან“ იყიდა. მიუხედავად ამისა, იტალიელმა ფეხბურთელმა „ბებერი სინიორას“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა.