მთავარი / სიახლეები / ანიელი: “იუვენტუსი” სუპერლიგის შექმნაში ჩართული არაა”

ანიელი: “იუვენტუსი” სუპერლიგის შექმნაში ჩართული არაა”

ბოლო დროს ევროპულ ფეხბურთში ახალი ტურნირის სუპერლიგის შექმნის იდეის შესახებ დიდი მითქმა-მოთქმაა. ამბობენ, რომ ამ პროექტში ჩართულია „იუვენტუსიც“ და „ბაიერნთან“ ერთად მთავარი ლობირია, რომ სუპერლიგა შეიქმნას.

თუმცა, BBC-სთან ინტერვიუში „იუვეს“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ეს ინფორმაცია უარყო:

„შემიძლია დავადასტურო, რომ ეს არც განიხილება. ჩვენ ჩართული არ ვართ პროექტში. უეფას მთლიანად გვერდში ვუდგავართ და მასთან ერთად ვმუშაობთ ფეხბურთის განვითარებაზე“, – თქვა ანდრეამ.

აღსანიშნავია, რომ სუპერლიგის შექმნა გამორიცხა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმაც და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარიც არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის შემქნის შემთხვევაში 16 ევროპული გუნდი დატოვებდა ეროვნულ ჩემპიონატებსა და უეფას ტურნირებს (მათ შორის ჩემპიონთა ლიგასაც) და მთლიანად სუპერლიგაზე გადაერთვებოდნენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …