ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ატალანტასთან“ (2:2) შეხვედრის შემდეგ JTV-სთან კომენტარი გააკეთა.
„ვაგებდით თამაშს, რომლის პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ და რამდენჯერმე გვქონდა მეორე გოლის გატანის შანსი. ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა, რომ ამ შესანიშნავი პუბლიკის წინაშე „ატალანტა“ ყოველთვის კარგად თამაშობს. თუმცა, ჩვენ ჭკვიანურად ვითამაშეტ, განსაკუთრებით ბოლო ნახევარ საათში. ვიცოდით, რომ გოლს ადრე თუ გვიან გავიტანდით. იგივე მიდგომით უნდა ვითამაშოთ შაბათს, „სამპდორიასთან“, – განაცხადა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ პირველი წრისა და 2018 წლის ბოლო შეხვედრას 29 დეკემბერს, გენუის „სამპდორიასთან“ ჩაატარებს.