ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-18 ტურში ბერგამოს „ატალანტასთან“ (2:2) ქულა მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით:
შჩესნი 6.5 – გაშვებულ გოლებში მისი წვლილი არაა. მინიმუმ ორჯერ კი, საკუთარი გუნდი მესამე გაშვებული გოლისგან გადაარჩინა.
დე შილიო 6 – ეპიზოდურად შეტევაში კარგად ერთვებოდა. თუმცა, წინა მატჩები უკეთესად ჩაატარა.
ბონუჩი 5 – ეს არაა ჩვეულებრივი ბონუჩი. პირველი გოლის დროს ძაპატას წინააღმდეგობა უბრალოდ ვერ გაუწია.
კიელინი 6 – სამაგალითოა მისი თამაშის დონე.
ალექს სანდრო 6 – პირველ გოლში მისი წვლილი დიდია. მერე კი, ბრძოლაში იყო ბოლო წუთამდე.
ხედირა 5 – 11 ნოემბრის შემდეგ დაბრუნდა ძირითად შემადგენლობაში მატუიდის სიცხის წყალობით. ნათელია, რომ ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება.
რონალდუ 7 – შემოვიდა და გარდატეხა შეიტანა. მოედანზე შესვლიდან 13 წუთში მოახერხა გოლის გატანა, რომელმაც „იუვე“ წაგებისგან იხსნა.
ემრე ჯანი 5 – სერიოზული შეცდომა დაუშვა. საჯარიმოში ძაპატა დაკარგა და ანგარიში 2:1 გახდა.
ბენტანკური 5 – გოლთან ახლოს იყო, მაგრამ ხარიხამ შეუშალა ხელი. თუმცა, შემდეგ თავი დაკარგა და გუნდი დააღალატა.
დიბალა 6 – კვლავ ინტელექტუალურად თამაშობს.
მანჯუკიჩი 6 – როგორც ყოველთვის მნიშვნელოვანი. არ გაუტანია, მაგრამ საგოლე პასი გააკეთა და დაცვაშიც დიდი სამუშაო შეასრულა.
დუგლას კოშტა 5.5 – მიმდინარე სეზონში ვერ აჩვენებს იმას, რასაც შარშან აკეთებდა.
პიანიჩი 6.5 – მისი გამოსვლაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ცენტრში თამაში დაალაგა და მეორე გოლის დროს კუთხურიც კარგად ჩააწოდა.