კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია. არგენტინელმა Marca-სთან საუბარში ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ კანდიდატად სწორედ „იუვე“ დაასახელა.
„იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუმდეც ძლიერი იყო და მასთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდა. ვფიქრობ, ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის მოგების ძალიან დიდი შანსი აქვთ“, – თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „იუვენტუსი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.