მთავარი / სიახლეები / “ეს რთული პერიოდია” – ბენატია “იუვენტუსში” უკმაყოფილოა

“ეს რთული პერიოდია” – ბენატია “იუვენტუსში” უკმაყოფილოა

მეჰდი ბენატია დიდი ალბათობით იანვარში „იუვენტუსს“ დატოვებს. 31 წლის ფეხბურთელმა ბოლოს 11 ნოემბერს, „მილანთან“ ითამაშა და მას შემდეგ მასიმილიანო ალეგრის მოედანზე არ გაუყვანია.

გუშინ, ბენატიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისთვის რთული პერიოდია:

„ეს რთული მომენტია. მადლობა ყველას ვინც ამ პერიოდში მხარს მიჭერს, განსაკუთრებით მაროკოელებს მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ წინ უნდა ვიყურო, რადგან ლომი არასდროს მოკვდება“, – დაწერა ბენატიამ სოციალურ ქსელში.

მეჰდის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო იტალიური მედია იტყობინება, რომ მაროკოელს „შალკე“, „დორტმუნდი“, „მარსელი“ და პრემიერლიგის გუნდები ეპატიჟებიან.

„იუვენტუსი“ კია ბენატია შემცვლელად იანვრის სატრანსფერო პერიოდში „ტულუზას“ 18 წლის მცველ ჟან-კლერ ტოდიბოს განიხილავს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …