„იუვენტუსი“ 2018 წლის ბოლო მატჩისთვის მზადებას შეუდგა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დღეს კონტინასას ბაზაზე ივარჯიშა. აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა მიიღო ფედერიკო ბერნარდესკიმ, რომელსაც „ატალანტასთან“ შეხვედრა ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო გაუცდა.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ 29 დეკემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლებს.