ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ The Atletic-თან ინტერვიუში 2015-2016 წლების სეზონში „სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონის რეაქცია გაიხსენა.
ის სეზონი „იუვემ“ ძალიან ცუდად დაიწყო, 10 ტურის შემდეგ მხოლოდ 12 ქულა ჰქონდა (3 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება) და ლიდერ „რომას“ 11 ქულით ჩამორჩებოდა.
„არასდროს მინახავს მსგავსი რამ. ყველაფერი ყველგან დაფირნავდა და ფრთხილად უნდა ყოფილიყავი, რომ არ მოგხვედროდა. ჯიჯის ისე უყვარს თავისი საქმე, როგორც არავის“, – თქვა ხედირამ.
„სასულოსთან“ წაგების შემდეგ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ზედიზედ 15 თამაში მოიგო, შემდეგ იყო „ბოლონიასთან“ უგოლო ფრე და შემდეგ ისევ გამარჯვებების სერია (10). ცნობისთვის, „სასუოლოსთან“ მარცხის შემდეგ „იუვემ“ სეზონის ბოლომდე 28 მატჩიდან 26 მოიგო, ერთხელ ფრე ითამაშა და ერთხელ წააგო ბოლოსწინა ტურში, როცა უკვე სკუდეტო მოპოვებული ჰქონდა.