მთავარი / სიახლეები / მეკარეებმა ყველა დროის საუკეთესო მეკარედ ბუფონი აღიარეს

მეკარეებმა ყველა დროის საუკეთესო მეკარედ ბუფონი აღიარეს

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი Gazzetta Dello Sport-ის მიერ მეკარეებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ყველა დროის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. იტალიურმა გამოცემა 18 მეკარე გამოკითხა და გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო.

გამოკითხვაში დინო ძოფი, პეტერე შმეიხელი, სანტიაგო კანისარესი, რუშთუ რეჩბერი, მანუელ ნოიერი, ჟულიო სეზარი და სხვა მეკარეები მონაწილეობდნენ და ჯიჯი ასე დაახასიათეს“

„იაშინი, ჩვენთვის რუსებისთვის ლეგენდაა, მაგრამ ჯიჯის მეტი კლასი აქვს“ – ვიაჩესლავ მალაფეევი.

„დიდი პროფესიონალია, ლიდერი, უზარმაზრი ქარიზმით, რომელიც ნებისმეირ ხარისხს სცილდება“ – მიშელ პრიუდომი.

„ჯიჯი, შენი გულით და ძალისხმევით, მაგალითი ხარ მათთვის, ვინც იბრძვის. მადლობა შენი საოცრებებისთის“ – სანტიაგო კანისარესი.

„მან ფეხბურთში თავისი სტილი დაამკვიდრა, არავის ჰქონია მისი მსგავსი კარიერა“ – თომას რაველი.

„მე დიდ პატივს ვცემ ბუფონი, მას უნიკალური პროფესიონალიზმი აქვს. გასაკვირი არ არის, რომ კვლავ ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს“ – რუშთუ რეჩბერი.

„ის წარმოუდგენლად დიდია. უნიკალური თვისებებით. სიგიჟეა, რაც მან გააკეთა“ – მანუელ ნოიერი.

„მისი წყალობით უკეთესი მეკარე გავხდი. ყოველთვის მის გაკვეთილებს ვადევნებდი თვალს“ – ჟულიო სეზარი.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონის პროფესიონალური დებიუტი 1995 წლის ნოემბერში შედგა, ხოლო “იუვენტუსში” 2001 წლიდან თამაშობს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …