ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „იუვენტუსისა“ და ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.
– თქვენი აზრით, როგორ მიდის პირლოს პროექტი?
– ეს რთულია, რადგან დრო ცოტაა და ფეხბურთში, განსაკუთრებუთი „იუვენტუსში“, ყველას დაუყოვნებლივ სურს შედეგის მიღება. იანვარი გადამწყვეტი თვე იქნება, რადგან თუ „იუვე“ ამ მატჩებს მოიგებს, საჩემპინო ბრძოლაში ცალსახად დაბრუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შანსს თითქმის დაკარგავს. მე მაინც ვფიქრობ, რომ „იუვენტუსს“ შეუძლია გამარჯვება, მაგრამ რისკი დიდია. მეორეც მხრივ, პირლოს დანიშვნა თამამი არჩევანი იყო.
– არასწორია?
– არა! გაბედული ნაბიჯია, რადგან ეს არის წელი, როდესაც ნორმალურად ვარჯიშის საშუალებაც არ აქვთ გუნდებს, არ ყოფილა სეზონის წინ მოსამზადებელი ეტაპი. ამიტომ, ყველაფერი უფრო რთულია. ანდრეზე არჩევანის გაკეთება ძალიან მხიბლავს.
– კონკრეტულად რა?
– ფეხბურთისადმი მისი ხედვა „იუვენტუსისთვის“ სიახლეა. მას აქვს საინტერესო და დამაინტრიგებელი ხედვა, ეს საინტერესოა. ვფიქრობ, რომ ის მალე შეძლებს საკუთარი თავის პოვნას. „იუვენტუსში“ თაობათა ცვლის პროცესია და ძალიან კარგია, რომ ამ დროს მწვრთნელი შეცვალეს. ცხადია, გარკვეული პერიოდი საჭიროა. თუ შედეგები დასტაბილურდება, შეიძლება ყველაფერი მოიგოს. გასახდელში დიდი ერთიანობაც საჭირო იქნება.
– „იუვენტუსმა“ ბევრ ახალგაზრდაზე გააკეთა აქცეტი. გჯერათ, რომ კორონავირუსის ეკონომიკური კრიზისი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელების წინა პლანზე წამოწევას?
– არ ვიცი,შეიძლება თუ არა ამ სიტუაციების შედარება,მაგრამ „იუვენტუსის“ ისტორია გვასწავლის უტყარ ფატს: დიდი გამარჯვებების ციკლები იტალიელი ფეხბურთელების ბირთვით შედგება. ვფიქრობ, რომ „იუვეს“ ისევ ჰყავს შესანიშნავი იტალიელები ბუფონი, ბონუჩი და კიელინი და თუ ისინი ნიჭიერ ფეხბურთელებს დაეხმარებიან განვითარებაში, ამან შეიძლება საფუძველი შექმნას ახალი გამარჯვებული ციკლისთვის.
– არსებობენ სხვა მარკიზიოები?
– შეხედეთ ეროვნულ ნაკრებს.. მე მანჩინის ვეთანხმები. ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ მათ კლუბებში ადგილს არ უთმობდნენ. ახლა ამ მხრივ ცოტა ვითარება შეიცვალა და იტალიელი ფეხბურთელებიც ბრუნდებიან. ნიჭიერი მოთამაშეები ყოველთვის გვყავდა, უბრალოდ საჭირო იყო მათი ნდობა. „იუვენტუსი“ ამაშიც ტრადიციულად პირველი უნდა იყოს.