მთავარი / სიახლეები / ხედირამ სარი დაარწმუნა: “იუვე” შესაძლოა მხოლოდ მატუიდიმ დატოვოს

ხედირამ სარი დაარწმუნა: “იუვე” შესაძლოა მხოლოდ მატუიდიმ დატოვოს

სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე სამი კვირა დარჩა. „იუვენტუსს“ ამ პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, რადგან მოცემული ვითარებიდან გამომდინარე 6 ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის განცხადს მიღმა დარჩენა მოუწევს.

ნახევარდაცვაში სამი ხედირასა და ბლეზ მატუიდის წასვლაა მოსალოდნელი. თუმცა, La Repubblica-ს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ხედირამ მაურიციო სარი თავის შესაძლებლობებში დაამტკიცა, როგორც ვარჯიშებზე, ისე „ატლეტიკოსთან“ მატჩში. შედეგად, გუნდიდან ბლეზ მატუიდის წასვლა უფრო იკვეთება, რომელიც სარის გულში ნამდვილად არ ჩავარდნია.

„ატლეტიკოსთან“ სპარინგში ხედირამ ჯერ ძირითად შემადგენლობაში მოიპოვა ადგილი, მერე მშვენიერი გოლიც გაიტანა და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ამ ყოველივეს სარი გულგრილი არ დაუტოვებია, რომელიც აფაებს ხედირას შესაძლებლობებს.

რამდენიმე კვირა დარჩა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე და საბოლოო სიტყვა არ თქმულა. კარგი წინადადების შემთხვევაში ეკონომიკური თვალსაზრისით არაა გამორიცხული ორივემ დატოვოს ტურინი, მაგრამ თუ არჩევანი ერთ-ერთზე მიდგა, ცალსახაა, რომ იტალიიდან აბარგება ფრანგ ნახევარმცველს მოუწევს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *