ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ისკოსთვის ბრძოლაში შეიძლება ჩაერთოს. Don Balon-ის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუ ყოფილ თანაგუნდელს ესაუბრა და ცდილობს დაარწმუნოს „იუვენტუსში“ გადასვლაზე.
როგორც გამოცემა წერს, პორტუგალიელმა ისკოს უთხრა, რომ ზინედინ ზიდანისთვის საჭირო ფეხბურთელი აღარაა.
„იუვენტუსი“ მზადაა ისკოს სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გაიღოს, მაგრამ „რეალი“ ესპანელს მინიმუმ 80 მილიონ ევროდ აფასებს. არსებული სხვობა კი შესაძლოა „იუვემ“ იმ 6 ფეხბურთელის მეშვეობით გააბათილოს, რომელთა შესახებ გუშინ მაურიციო სარიმ ისაუბრა და თქვა, რომ შემადგენლობა გადატვირთულია.