მთავარი / სიახლეები / ხამესს “იუვესთან” ისევ აკავშირებენ

ხამესს “იუვესთან” ისევ აკავშირებენ

მიუნხენის „ბაიერნი“ მადრიდის „რეალიდან“ ხამეს როდრიგესის გამოსყიდვას არ აპირებს. როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარე სეზონის შემდეგ კოლუმბიელი მიუნხენს დატოვებს და მადრიდში დაბრუნდება.

ეს კი, ზრდის იმის შანსს, რომ ხამესი ზაფხულში „იუვენტუსში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელის შემტევის ხელში ჩაგდების ყველაზე დიდი შანსი სწორედ „იუვეს“ აქვს.

არცთუ დიდი ხნის წინ იტალიური პრესა წერდა იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ რონალდუს სურდა ხამესის „იუვენტუსში“ ჩარიცხვა და მასთან ერთად ისევ თამაში.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …