ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი დაშავდა. 28 წლის ფეხბურთელმა ბოსნიისა და ავსტრიის ნაკრებთა შეხვედრაში კუნთი დაიზიანა და 87-ე წუთზე შეცვალეს.
როგორც ბოსნიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, მირალემს ესპანეთთან დამდეგი მატჩი გაუცდება და უკვე ტურინში დაბრუნდა.
ჯერჯერობით უცნობია ტრავმის ხარისხი. იტალიური მედიის ვარაუდით, დაზიანება მძიმე არაა და შესაძლოა მხოლოდ „სპალთან“ დაპირისპირება გამოტოვოს.