მთავარი / სიახლეები / ასენსიოს “იუვეში” თამაში უნდა

ასენსიოს “იუვეში” თამაში უნდა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ მარკო ასენსიოს „იუვენტუსში“ გადასვლა სურს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი „სამეფო კლუბში“ უკმაყოფილოა სათამაშო დროით და ტურინში გადასვლაზე თანახმაა.

ასენსიოს სურს, რომ ის გზა გაიაროს, რომელიც თავის დროზე ალვარო მორატამ და კრიშტიანუ რონალდუმ. საინტერესოა ისიც, რომ „იუვე“ მზადაა განიხილოს 22 წლის ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობა.

მარკო ასენსიომ მიმდინარე სეზონში 16 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …