მთავარი / სიახლეები / ალეგრის გათვლა: მარტში ფორმის პიკზე

ალეგრის გათვლა: მარტში ფორმის პიკზე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კლუბის ტელევიზიას ინტევიუ მისცა. ალეგრიმ რამდენიმე საკითხს შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ გუნდი 2019 წლის მარტში საუკეთესო კონდიციებში უნდა იყოს.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი (იტალიაში) – „ეს აღიარება ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან ეს იმ მუშაობის შედეგია, რომელშიც ყოველდღიურად ბევრი ადამიანია კონტინასას ბაზაზე ჩართული. სიმბოლურად ამ ჯილდოს მე მაძლევენ, მაგრამ ის ყველას ეკუთვნის“.

„იუვენტუსი“ – „ბოლო წლებში რამდენიმე ფეხბურთელი შევცვალეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიაა, რადგან ახალი მოტივაცია საჭიროა. გუნდის ხარისხი იზრდება წლიდან წლამდე. ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ევროპისა და იტალიის ტოპ კლუბებში ადგილის შესანარჩუნებლად. ეს ყველაფერი გუნდის ხელმძღვანელობის დამსახურებაა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს გეგმავს მნიშვნელოვან მომავალს“.

კალენდარი – „გუნდი კარგად გამოიყურება. ჩემპიონატში პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ ზამთრის პაუზამდე 9 თამაში დარჩა, 7 სერია A-ში, ორი ჩემპიონთა ლიგაზე. რთული მეტოქეები გვეყოლება. უკეთესად უნდა მოვემზადოთ,. მნიშვნელოვანი სეზონია შვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და შევქმნათ ნიადაგი იმისთვის, რომ მარტის თვეს, რომელიც მთავარია, საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …