ტურინის „იუვენტუსი“ დაცვის ხაზის გაახალგაზრდავებაზე ფიქრობს. როგორც Sky Sport-ი იტყობინება, ტურინელთა ინტერესის სფეროში „ტულუზას“ 18 წლის ფეხბურთელი ჟან-კლერ ტოდიბო მოხვდა.
თინეიჯერ ფეხბურთელს „ტულუზასთან“ პროფესიონალური კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია, მაგრამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრო 7 მატჩის ჩატარება და 1 გოლის გატანა.
როგორც წყარო იტყობინება, „იუვეს“ მესვეურები უკვე დაუკავშირდნენ ფრანგი მცველის აგენტს. ტოდიბოს „იუვეს“ გარდა ინგლისური „ლივერპულიც“ აკვირდება.