მთავარი / სიახლეები / კეინი “ტოტენჰემის” დატოვებას აპირებს – შანსი “იუვენტუსს”

კეინი “ტოტენჰემის” დატოვებას აპირებს – შანსი “იუვენტუსს”

ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა არ უარყო ინფორმაცია, რომ შეიძლება ზაფხულში გუნდი დატოვოს.

მადრიდული გამოცემა As-ი იტყობინება, რომ ინგლისელი ფეხბურთელისთვის სამი გუნდი, „იუვენტუსი“, „მანჩესტერი“ და „რეალი“ იბრძოლებენ.

კეინს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და ლონდონელები მას იაფად არ შეელევიან. თუმცა, შეგახსენებთ, რომ გამოცდილ ფორვარდს ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აკავშირებენ „იუვენტუსთან“.

იტალიური მედია იმასაც წერს, რომ ზაფხულში კლუბი მასსა და გაბრიელ ჟესუსს შორის გააკეთებს არჩევანს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …