ტურინის „იუვენტუსს“ გაბრიელ ჟესუსის დამატება უნდა, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ – ლეონარდო ბონუჩის. სწორედ ამიტომ, იტალიური მედია განიხილავს ბარტერის იდეას.
„იუვესთვის“ ბონუჩი არ იყიდება, თუმცა ჟესუსის დამატება მაურიციო სარის ძლაიან უნდა, რადგან ფიქრობს, რომ რონალდუსთვისის იდეალური მეწყვილე იქნება.
ადგილობრივი გამოცემების ცნობით, ეს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება, მაგრამ არაა გამორიცხული მხარეებმა მოლაპარაკებებიც დაიწყონ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბონუჩიმ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე არც ისე დიდი ხნის წინ გაახანგრძლივა.