ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ „იუვენტუსი“ შეაქო, რომ ასეთ რთულ მომენტში ხელფასების დაკლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
„ძალიან საპასუხისმგებლო ჟესტია, კეთილშობილური ინიციატივაა. აშკარაა, რომ ფეხბურთს უჭირს, როგორც ყველა კომპანიას. მესმის, რომ ეს სიტუაცია მთელ საფეხბურთო სისტემაზე მოახდენს გავლენას“, – აღნიშნა ძოლამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ოთხი თვის ხელფასს არ მიიღებენ და კლუბი 90 მილიონ ევროს დაზოგავს.