იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ ხელფასების დაკლების შემდეგ „იუვენტუსი“ შეაქო და განაცხადა, რომ ტურინელები ყველასთვის სამაგალითონი არიან.
„იუვეს“ მიერ მიღწეული შეთანხმება მაგალითია მთელი სისტემისთვის. მადლობას ვუხდი ჯორჯო კიელინის, მის თანაგუნდელებს და მაურიციო სარის, იმის გამო, რომ შეთანხმებას მიაღწიეს. ერთობა და სოლიდარობა ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია“, – თქვა გრავინამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელები 4 თვის ხელფასს არ მიირებენ და კლუბი 90 მილიონ ევროს დაზოგავს.