იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფრანკო კარარო მიიჩნევს, რომ სკუდეტო სეზონის დასურულებლად არავის უნდა გადაეცეს. კარარომ წლების შემდეგ შეცდომა აღიარა და განაცხადა, რომ 2006 წელს „ინტერისთვის“ სკუდეტოს სასამართლოდან გადაცემა სწორი არ იყო.
„სეზონის დაუსრულებლად სკუდეტოს გადაცემა ერთია და ევროტურნირების საგზურების გადანაწილება მეორე. ეს არის გადაწყვეტილება, რომლის არმიღება შეიძლება, ხოლო სკუდეტოს გადაცემა სავალდებულო არაა.
ადრე ვთქვი, რომ 2006 წელს გვიდო როსი ძალიან კარგად მოიქცა, როდესაც სკუდეტო „ინტერს“ გადასცა, მაშინ განაჩენი ძალიან სწრაფად გამოვიტანეთ. ამის საპირისპიროდ კი, ახლა ვფიქრობ, რომ სკუდეტოს „ინტერზე“ გადაცემა შეცდომა იყო“, – თქვა კარარომ.