ტურინის იუვენტუსის ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ახლოს არის კიდევ ერთ რეკორდთან, რომლის გამეორებას სავარაუდოდ ხვალ შეძლებს.
Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესნი, რომელმაც უდინეზესთან მატჩი კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა, შესაძლოა კვლავ ვერ მოხვდეს სასტარტო თერთმეტეულში, რადგან ის ჯერ კიდევ განაგრძობს გამოჯანმრთელებას.
ხვალ იუვე სერია A-ს მე-18 ტურს სამპდორიასთან გამართავს. იმ შემთხვევაში თუ მოედანზე ჯანლუჯი ბუფონს ვიხილავთ, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, ეს მისთვის 647-ე მატჩი იქნება სერია A-ში და ამ მაჩვენებლიდ ლეგენდარულ პაოლო მალდინის გაუთანაბრდება.
შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 21:55 წუთზე დაიწყება.