მთავარი / სიახლეები / სერია A / სარი: “მხოლოდ “რეალთან” თამაშის მეშინოდა”

სარი: “მხოლოდ “რეალთან” თამაშის მეშინოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გენუის „სამპდორიასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა გარდა იმისა, რომ ხვალინდელი შეხვედრისა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზეც გააკეთა კომენტარი. სარიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ მადრიდის „რეალთან“ თამაშის ეშინოდა.

„დიბალა-იგუაინი-რონალდუს ტრიო? არ ვიცი, სიტუაცია უნდა შევაფასო. ამ მომენტში ნამდვილად არ ვიცი, სამივე ძირითადში თუ იქნება. ყოველშემთხვევაში სამივე კარგ ფორმაშია და გარდა ამისა, ჩვენ გვყავს სხვა ფეხბურთელებიც, მაგალითად დუგლას კოშტა და რემზი, რომლებიც მზად არიან სათამაშოდ.

სისტემა, რომელსაც აქამდე ვიყენებდით ყოველთვის დამოკიდებული იყო ნახევარმცველების მდგომარეობაზე. რთულია 90 წუთის განმავლობაში სამივე შემტევი მყავდეს მინდორზე. როგორც კი თავდაცვა გვიწევს, ეს გარკვეულ პრობლემას გვიქმნის.

მეუბნებიან, რომ კალენდარი ასეთია და ეს კარგია. თუმცა, ნათელია, რომ სუპერთასის მატჩამდე ოთხშაბათს ჩვენ ვთამაშობთ, „ლაციო კი ამ პერიოდში ისვენებს. მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი შეცდომა იქნება.

შჩესნის მცირე დაზიანება აქვს, გუშინ მინიმალური ტკივილი ჰქონდა, შევხედავთ ხვალ და გამოჩნდება, როგორ მოვიქცევით. ჯიჯი მალდინის რეკორდს გენუაში გაუთანაბრდება? დიდი ალბათობით, დიახ.

კლუბის ხელმძღვანელობა ძლიერია, დიდი მენტალიტეტით. ეს არის უწყვეტი ბიძგი საუკეთესო შედეგების მისაღწევად. პრეზიდენტი ყოველდღე საქმის კურსშია, ნებისყოფის ნამდვილი მაგალითია, რომელსაც ყოველთვის გამარჯვება სურს.

რაბიო? იზრდება, სჭირდება სათამაშო პრაქტიკა და შესაბამისად თუ ფორმას აღიდგენს, მშვიდად ყოფნაც შეეძლება. მატუიდიმ ბევრი თამაში ჩაატარა ზედიზედ, ასე, რომ შესაძლოა ახლა მისი დასვენება იდეალური იყოს.

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა? ახლა ეს საერთოდ არ მაინტერესებს, იქამდე 70 დღე, სატრანსფერო პერიოდი და 15 თამაშია. ყველაზე მეტად „რეალთან“ თამაშის მეშინოდა, დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნებოდა“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „სამპდორიასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 21:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …